პედაგოგების ეროვნული კონფერენციის მომხსენებელი ციური ინასარიძე
23– 25 დეკემბერი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა
გადმომცა სერტიფიკატი
ეროვნულ კონფერენციაში: "საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში" წარმოდგენილი მოხსენებისათვის.
პირველ დღეს გვქონდა კონფერენციის გახსნა, სადაც შევიტვყვეთ, რომ 500-მდე ნამუშევრიდან 107 პროექტი შეარჩიეს, მათ შორის ჩემი პროექტი "ისტ–ის გამოყენება სასწავლო პროცესში" –თემა გეომეტრიული ფიგურები არქიტექტურის და ხუროთმოძღვრების ნიმუშებში". საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმების შედეგად.რაღაცნაირად თავი ამაყად ვიგრძენით. თურმე გვაფასებენ, თურმე შრომისმოყვარეობას აფასებენ...
საოცარი იყო მეორე დღე, დატვირთული და საინტერესო. ყველა სექციას თავისიკონსულნტანტი ყავდა, რომლებიც უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გვექცეოდნენ თითოეულ ჩვენგანს. ჩვენს სექციას ქალბატონი ნინო ლაბარტყავა ხელმძღვანელობდა. საოცრად თბილი და უგანათლებულესი ადამიანი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას. ჩამისახა იმედი ხვალინდელი დღის. ყველა მასწავლებელმა ერთიმეორეზე უკეთესი და საინტერესო თემები წარმოადგინა,თითქმის მეცნიერულ დონეზე იყო განხილული მათი ნამუშევრები.
აი, ჩემი მოხსენების დროც მოვიდა. მსმენელებს გავუზიარე ჩემი პრაქტიკული გამოცდილება, ისტ-ის გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე. მგონი ცუდად არ გამოვედი, დავაინტერესე პედაგოგები, ჩაინიშნეს ჩემი რჩევები. საღამოს ოფიციალური დახურვის ცერემონია დაიწყო. დაგვაჯილდოვეს სერტიფიკატებით და 2 კრედიტ-ქულით.
რამდენი განათლებული და ინტელექტუალი ადამიანი გავიცანი... რამდენი მეგობარი გავიჩინე... ძალიან ბედნიერი ვარ! 25 დეკემბერია... რა მალე გავიდა ეს დღეები. შეგვპირდნენ, რომ ერთი წლის მერე კიდევ ჩატარდება ეროვნული კონფერენცია. როგორ მიხარია. ასე რომ მომავალ ეროვნულ კონფერენციამდე მეგობრებო!!!
საოცარი იყო მეორე დღე, დატვირთული და საინტერესო. ყველა სექციას თავისიკონსულნტანტი ყავდა, რომლებიც უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გვექცეოდნენ თითოეულ ჩვენგანს. ჩვენს სექციას ქალბატონი ნინო ლაბარტყავა ხელმძღვანელობდა. საოცრად თბილი და უგანათლებულესი ადამიანი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას. ჩამისახა იმედი ხვალინდელი დღის. ყველა მასწავლებელმა ერთიმეორეზე უკეთესი და საინტერესო თემები წარმოადგინა,თითქმის მეცნიერულ დონეზე იყო განხილული მათი ნამუშევრები.
რამდენი განათლებული და ინტელექტუალი ადამიანი გავიცანი... რამდენი მეგობარი გავიჩინე... ძალიან ბედნიერი ვარ! 25 დეკემბერია... რა მალე გავიდა ეს დღეები. შეგვპირდნენ, რომ ერთი წლის მერე კიდევ ჩატარდება ეროვნული კონფერენცია. როგორ მიხარია. ასე რომ მომავალ ეროვნულ კონფერენციამდე მეგობრებო!!!
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
კონფერენციის თემა: ინფორმაციულ–საკომუნუკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
სასწავლო პროცესში
სათაური– „გეომეტრიული ფიგურები არქიტექტურის ნიმუშებში“
შესავალი
საგანი–მათემატიკა
საფეხური– დაწყებითი
კლასი– მე–3
დრო–45 წთ
პედაგოგი– ციური
ინასარიძე, ხაშურის მე–7 საჯარო სკოლა
მიზანი:
·
ბრტყელი და სივრცული გეომეტრიული ფიგურის დასახელება,
შედარება, დაჯგუფება.
·
გეომეტრიული ფიგურის გროვიდან შერჩეული ფიგურებით ახალი
ფიგურის შექმნა;
·
სივრცული ფიგურების ამოცნობა არქიტექტურისა და ხელოვნების
ნომუშებში, ყოფით საგნებში,ან მოდელების გროვაში.
·
სივრცული წარმოდგენების განვითარება.
მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა
I. მოსწავლეებს, კომპიუტერის და პროექტორის გამოყენებით
ეკრანზე. ვაჩვენებ: სურათებს პირამიდების შესახებ, https://www.google.ge/search?biw=1600&bih=762&tbm=isch&sa=1&q=piramidebi&oq=piramidebi&gs_l=
.
ვსვამ ზოგად შეკითხვას: ვინ ააგო? რისთვის?
შემდეგ
გაკვეთილს ვაგრძელებ უკვე შესწავლილი
გეომეტრიული ფიგურების დახასიათების გახსენებით, ვსვამ თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს:
რა იცით სამკუთხედის შესახებ? რა იცით
ოთხკუთხედის შესახებ? რა სახის ოთხკუთხედებს გაეცანით? როგორ დაახასიათებთ მართკუთხედს?
შეიძლება მართკუთხედი არ იყოს კვადრატი? ყოველი კვადრატი მართკუთხედს წარმოადგენს?
ინტერნეტიდან
ვაჩვენებ არქიტექტურული შენობების ნიმუშებს, ვავლებ აღმოაჩინონ გეომეტრიული ფიგურები
არქიტექტურის ნიმუშებში
II. კლასს ვყოფ 4–5 წევრიან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს
ვავალებ შეასრულონ დავალებები:
1.გამოჭრან ფიგურების მოდელები და მათი დაწებებით ფურცელზე შექმნან მითითებული ფიგურები.
1.გამოჭრან ფიგურების მოდელები და მათი დაწებებით ფურცელზე შექმნან მითითებული ფიგურები.
2.კომპიუტერში ქმნიან
ტექსტურ დოკუმენტს, ვორდის პროგრამაში აგებენ სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს, Insert (ჩასმა) მენიუდან Shapes ღილაკის საშუალებით,
რომლებსაც უცვლიან ფერებს და უკეთებენ შესაბამის დასახელებას.
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს:
ასახელებს მიღებულ ფიგურას.
III. წარმოვადგენთ სივრცული გეომეტრიული
ფიგურის მოდელს: მართკუთხა პარალელეპიპედს, კუბს.
პროექტორის საშუალებით
ეკრანზე წარმოვადგენ სხვადასხვა სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს.
მივმართავთ მოსწავლეებს:
·
მოცემული სივრცული გეომეტრიული ფიგურის მოდელის ზედაპირი რა ბრტყელი გეომეტრიული ფიგურებისაგან შედგება?
·
რამდენი მართკუთხედითაა შემოსაზღვრული ეს ფიგურა?( მას
მართკუთხა პარალელეპიპედი ეწოდება. დაფაზე ვწერთ ტერმინს)
·
დავასახელოთ საგანი, რომელსაც მართკუთხა პარალელეპიპედის
ფორმა აქვს?
(მივუთითებთ
წიგნზე, ასანთის კოლოფზე, ვიდეო კლიპში წარმოდგენილ
სურათებზე და სხვ.) შევეცდებით მათთან ერთად კუბის დამახასიათებელი თვისება აღმოვაჩინოთ,რითაც
იგი ყველა მართკუთხა პარალელეპიპედიდან გამოირჩევა. ავღნიშნავ ,რომ კუბიც მართკუთხა
პარალელეპიპედია,ხოლო ყოველი მართკუთხა პარალელეპიპედი შეიძლება არ იყოს კუბი.
შემდეგ
წარმოვადგენთ პირამიდებს და ვმსჯელობთ მათ დასახელებებზე, რომელიც მისი ერთი წახნაგის
(ფუძის ) დასახელებას უკავშირდება.
IV. მოვიძიებთ ისეთ
საგნებს, რომლებსაც პირამიდის ფორმა აქვს, მაგ.: შენობების, სახურავებს ხშირად პირამიდის
ფორმა აქვს.
ქართულ და მსოფლიო
ხუროთმოძღვრების ნიმუშებს, სხვადასხვა არქიტექტურულ შენობა–ნაგებობებს და
მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელებთ სივრცული ფიგურების შესახებ.
შედეგი:
მათ. III.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული
ფიგურის ამოცნობა და აღწერა
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურისა
და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში.ყოფითი დანიშნულების საგნებში ან ფიგურათა
მოდელების გროვაში.
·
განასხვავებს ფიგურის ელემენტებს და იყენებს გეომეტრიულ
ტერმინებს მათი დასახელებისას (მაგ. წვერო, წახნაგი, წიბო).
მათ.:
III. 9. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების გრაფიკული
გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გეომეტრიული ფიგურის სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით
ქმნის ამ ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას.
·
ირჩევს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების მოდელებს მოცემული
გროვიდან და ქმნის მითითებულ კონფიგურაციას/ფიგურას.
დასკვნა: დაწყებით
კლასებში მათემატიკის სწავლებამ უნდა შექმნას საფუძველი მათემატიკის
შემდგომი შესწავლისთვის შესაბამისი უნარების განვითარებისათვის. განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია სწავლებაში თვალსაჩინოების გამოყენება. ( თვალსაჩინო მოდელების გამოყენება,
ინტერნეტით მოძიებული მასალები ) მოსწავლის მიერ ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა
და მოდელების შექმნა, მოსწავლებთან ერთად შევქმნი ვიდეო კლიპს გეომეტრიულ ფიგურებზე
მოსწავლეების მიერ გადაღებული, სხვადასხვა შენობებისა და არქიტექტურის ნიმუშების
ფოტოების მიხედვით. ინტერნეტიდან მოძიებული ვიდეო და ფოტო მასალის გამოყენებით.
შეფასება:
ვაკვირდები რამდენად სრულყოფილად გაართვა თავი დავალებას თითოეულმა
ჯგუფმა;
როგორ
აღწერენ მოსწავლეები თავის ნამუშევარ;
როგორ აფასებენ სხვა ჯგუფების ნამუშევრებს
და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
პროექტზე მუშაობის
დაწყებამდე
|
მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებას
|
პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ
|
• კითხვარი
• ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე
|
• რეზიუმე
• თვითშეფასება და ჯგუფური შეფასება.
|
• პრეზენტაცია
|
გამოყენებული ლიტერატურა:
სახელმძღვანელო
მე–3 კლასის გ. გოგიშვილი., თ. ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი
საჭირო
მასალები და რესურსები
ტექნოლოგია–ტექნიკა:
·
კომპიუტერი;
·
ინტერნეტ კავშირ;
·
პროექტორი.
ტექნოლოგიები–პროგრამული უზრუნველყოფა:
·
ინტერნეტ ძიება;
·
ტექსტური რედაქტორი Microsoft Word;
·
საპრეზენტაციო პროგრამა Power Point;
ინტერნეტ რესურსები:
Комментариев нет:
Отправить комментарий