среда, 23 января 2019 г.

მათემატიკის წრე ჩვენ და გეომეტრია

https://learningapps.org/join/45fqtwg2

2019-2020 სასწავლო წელი

მათემატიკის წრე მე-3 კლასი

30 სექტემბერი  წრის პირველი მეცადინეობა





















                  მათემატიკის   წრის

             სამუშაო პროგრამა /განრიგი            

მათემატიკის წრის გეგმა   

წრის რეფლექსია
                                          ხაშურის მე-7 საჯარო სკოლის
                                           მე-7 კლასი
                             წრის ხელმძღვანელი:
                        მათემატიკის მასწავლებელი  ციური ინასარიძე
                             2018-2019      სასწავლო წელი.       მე-2 სემესტრი
                           (მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ პარასკევს )




 წრის სახელწოდება:    ჩვენ  და  გეომეტრია
მასწავლებლი:  ციური ინასარიძე
სკოლა: ხაშურის მე-7  საჯარო
კლასი:      მე-7
 წრის მოკლე დახასიათება:                                                     
  თემა  :გეომეტრის შესწავლა  ისტ ტექნოლოგიების    გამოყენებით
  მიზანი:  მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება , გაკვეთილზე შესასწავლი მასალის საფუძვლიანი  ათვისება ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით.
   მოსწავლეებს შევასწავლით    გეომეტრიული ამოცანების ამოხსნას ,რომლის გადაწყვეტა  საჭიროებს ლოგიკურ აზროვნებას.  ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას. წრის მეცადინეობაზე მოსწავლეები იმუშავებენ „ GeoGebra „-ის საშუალებით გეომეტრიული ამოცანების აგებაზე.  გაეცნობიან  ხანის აკადემიის | უფასო ონლაინ კურსებს, გაკვეთილები  ჩატარდება ექსპერტების მიერ მომზადებული მასალით -
ედმოდო EDMODO.COM სოციალური ქსელის,  საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.

შედეგი: მოხდება  მოსწავლეთა  ცოდნის გაღრმავება და კვლევითი მუშაობის განვითარება.                        
























                    თემა:   ამოცანების ამოხსნა:

მიზანი: ამოცანის ამოხსნისასოპტიმალური ხერხის შერჩევის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
აღწერა: ამოცანების მიხედვით ამოხსნათა გზების ძიების ხერხების შერჩევის უნარების განვითარება, პრაქტიკული სახის ამოცანების მათემატიკური მოდელირების ჩვევების დახეწვა.


        
 თემა:  ,,კუთხე მართკუთხედი". მოსწავლეებს გავაცანი კუთხე, მართ კუთხედი,  კვადრატი, კვადრატის პერიმეტრი. მოსწავლეებმა ხალისით დახაზეს მართკუთხედი და კვადრატი და გამოთვალეს პერიმეტრი.





მათემატიკის წრის მეცადინეობა მე-7 კლასში


 წრის მეცადინეობის მეთოთხმეტე შეხვედრის თემა იყო ,,კუთხე მართკუთხედი". მოსწავლეებს გავაცანი კუთხე, მართ კუთხედი,  კვადრატი, კვადრატის პერიმეტრი. მოსწავლეებმა ხალისით დახაზეს მართკუთხედი და კვადრატი და გამოთვალეს პერიმეტრი.







თემა: პარალელური გადატანა

მიზანი: პარალელური სიმეტრიის განსაზღვრა და მისი ძირითადი თვისებების შესწავლა,ამ თვისებების გამოყენებით ამოცანების ამოხსნაში გაწაფვა.

აღწერა:  რაიმე ფიგურის პარალელური გადატანის დროს ფიგურის ყოველი წერტილი გადაადგილდება პარალელური წრფეების გასწვრივ ერთი და იმავე მანძილით და ერთი და იმავე მიმართულებით.











თემა:  ღერძული სიმეტრია

მიზანი:  ღერძული სიმეტრიის განსაზღვრა და მისი ძირითადი თვისებების შესწავლა. სიმეტრიის გამოყენებით ამოცანების ამოხსნის უნარის გამომუშავება.

აღწერა:  განსაზღვრულია წრფის მიმართ სიმეტრიული ფიგურის ცნებები. ფიგურის სიმეტრიის ღერძის ცნება, განხილულია რაიმე ღერძის მიმართ მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგების ამოცანა.
















თემა :  ბრტყელი გეომეტრიული მრავალკუთხედები

მიზანი:  მრავალკუთხედისა და მისი ელემენტების განსაზღვრა.ამოზნექილობის მიხედვით მრავალკუთხედების კლასიფიცირებისუნარის გამომუშავება.

აღწერა:
შემოგვაქვს ახალი ცნება-მრავალკუთხედი-მარტივი შეკრული ტეხილი, რომლის ნებისმიერი ორი მეზობელი გვერდი ერთ წრფეზე არ ძევს და ამ ტეხილით შემოსაზღვრული (სიბრტყის ) შიგა ნაწილი.








 თემა: წერტილთა კოორდინატი წრფეზე


მიზანი:   საკოორდინატო წრფეზე წერტილის კოორდინატის დადგენისა დ ორ წერტილს შორის მანძილის გამოთვლის უნარის გამომუშავება.

აღწერა:ვიხილავთ რიცხვით წრფეს -წრფეს, რომელზეც არჩეულია მიმართულება,ათვლის სათავე და ერთეული მონაკვეთი, რიცხვებს რიცხვითი წრფის წერტილებით გამოვსახოთ-დადებითებს -დადებითი სხივის წერტილებით, უარყოფითს-უარყოფითი სხივის.

среда, 30 мая 2018 г.




ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ  

                                  ჩემო ძვირფასებო












ციური ინასარიძე

ხაშურის  მე-7 საჯარო სკოლის    მათემატიკის      უფროსი   მასწავლებელი








воскресенье, 17 сентября 2017 г.

понедельник, 26 июня 2017 г.

სამოდელო გაკვეთილი




სამოდელო გაკვეთილი მე-7 კლასში












სამოდელო გაკვეთილის გეგმა:
                                        სამოდელო გაკვეთილი
მასწაავლებელი:   ციური ინასარიძე     (  ხაშურის მე-7 საჯარო სკოლა)

საგანი:    მათემატიკა                                              კლასი: 2                   დრო:  45 წთ

თემა:                           ორნიშნა რიცხვების შეკრება - გამოკლება

მოსწავლეთა პროფილი:                   კლასში 26 მოსწავლეა. განსაკუთრებული მიდგომების
                                                              საჭიროების მქონე მოსწავლეები კლასში არ არის.
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე  ორიენტირებული   
                                                  სამოდელო გაკვეთილი
გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლე შეძლებს
შეკრების და გამოკლების სხვადასხვა ხრეხით შესრულების უნარის განვითარებას (მაგ.: შეკრება- გამოკლების დემონსტრირება მოდელით. შეკრების თვისების ჯუფთებადობის  და გადანაცვლებადობის გამოყენება. მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისს.)

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

 მათ. : 2.7     მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და
                 გამოკლების გამოყენება მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას.
                                                                                               
      შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:  
                                                            
·         შეადგენს რეალური ვითარების ამსახველ შეკრების/ გამოკლების     ერთი  მოქმედების შემცველ, ექვივალენტურ მთელრიცხვოვან გამოსახულებას.
·         იყენებს შეკრების კომუტაციურობის (გადანაცვლებადობის) და
              ასოციაციურობის ( ჯუფთებადობის ) თვისებების რიცხვითი გამოსხულების
              მნიშვნელობის გამოსათვლელად.                                                                        

                                                                                                   
                                                                                              
    საჭირო წინარე ცოდნა და უნარ- ჩვევები:
                                                                                              
                                                                                                           
·         რიცხვით გამოსახულების წაკითხვა-შედგენა და მისი მნიშვნელობის პოვნა.
·         ფრჩხილების შემცველი რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის პოვნა.
·         მარტივი მათემატიკური ამოცანის ამოხსნისას რიცხვითი გამოსახულების შედგენა. 
·         შეკრების უცნობი კომპონენტის პოვნა 
·         მოქმედების შედეგის აღწერის უნარი ( რამდენით გაიზარდა, რამდენით შემცირდა ).                                           
                                                          

სასწავლო მასალა და რესურსები:
დავალების ბარათები, „ სვეტები და კუბები“, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები, მარკერები, დაფა, მაგნიტური სამაგრები, ცარცი.

                                                                           
                   
    

გაკვეთილის აქტივობის ფაზები :


 1 ფაზა -წინასწარ     
        აქტივობა #1 ( დრო 10 წთ)
აქტივობის მიზანი:   წინარე ცოდნის შემოწმება.
 აქტივობის აღწერა:
            საშინაო დავალების ერთობლივი გარჩევა, დავალება ირჩევა მთელ კლასთან ერთად. მასწავლებელი დადის კლასში ათვალიერებს მოსწავლეთა  მიერ შესრულებულ დავალებებს. ერთი მოსწავლე გამოდის დაფასთან და ასრულებს საშინაო დავალების ერთ სავარჯიშოს. დანარჩენები ამოწმებენ საკუთარ ნამუშევრებს  ( სახელობითი ჩხირების საშუალებით ვიძახებთ დაფასთან მოსწავლეებს)
 
                                    1) წაიკითხეთ ჩანაწერები   1 9+27,   73-23,  85-17,  25+3+2.
                                    2) შეასრულეთ შეკრება:       79+6,   83+17,  12+ 8.
                                    3) შეადარეთ რიცხვითი გამოსახულებები: 23+ 5 და 5 +23.  
                                                                                                              89+10 და  70+23
                                    4) დავშალოთ რიცხვები:   87= 8 ათეული და 7 ერთეული
                                                                                    87= 4 ოცეულის და 7 ერთეულის
                                      5) გავაორმაგოთ რიცხვები:  4, 10, 30, 40, 60, 100
                                     6) გავანახევროთ რიცხვები:  6, 8, 12, 20 30, 80
                                     7)   ამოცანა: ერთ ხეზე 27 ვაშლია, მეორეზე- 5-ით მეტი. რამდენი
                                          ვაშლია ორივე ხეზე ?

შეფასება  განმავითარებელი,   შესრულებულ დავალებებს ვაფასებთ „ დიახ „ და ‘ არა „ ბარათების გამოყენებით.



2    ფაზა- განმავლობაში  (დრო 20 წთ.)
აქტივობა #2
ბუკში ჩატვირთულია პროგრამა მათემატიკა მე-2 კლასისთვის,  ვიყენებ შემდეგ სავარჯიშოებს:
1)რიცხვები და მოქმედებები:
ა) რიცხვთა თანრიგები ( ორ-ორი სავარჯიშო);
ბ) რიცხვთა შეკრება ( რიცხვითი სხივის გამოყენებით);
გ) თვალსაჩინოება შეკრებაზე;
სავარჯიშოები ( მაგალითები შეკრება -გამოკლებაზე, დრო 5 წუთი, შეფასება ქულების მიხედვით - მოსწავლის პასუხები ფასდება  კომპიუტერული პროგრამით);
დ) შევადგინოთ და ამოვხსნათ ამოცანები
(მოხდება ჯგუფების დიფერენცირება მაღალი და დაბალი მზაობის მიხედვით)
მოსწავლეები სავარჯიშოებს შეასრულებენ  კომპიუტერში დავალება „ მაღაზია“, (დრო 10 წუთი).
ა) დაბალი მზაობის მოსწავლეები შეასრულებენ ამოცანას: სამი ან ხუთი სახეობის პროდუქტის შეძენა - მასის რაოდენობა 1, ფასი ლარებში.
ბ) მაღალი მზაობის  მოსწავლეები შეასრულებენ ამოცანას: ხუთი ან ცხრა სახეობის პროდუქტის შეძენა, მასა 2-3, ფასები ლარები და თეთრები.(  თეთრებისა და ლარების ერთდროულად გამოყენება).

I.                    1. რიცხვთა თანრიგები ( თანრიგებს წარმოადგენენ თვალსაჩინოების საშუალებით)

     კლასი იყოფა 4-5 კაციან ჯგუფებად. დავალებები დაურიგდებათ ბარათებით.
აქტივობის მიზანი: შეკრების თვისების  გადანაცვლებადობის  და ჯუფთებადობის  გაცნობა და გამოყენება რიცხვითი გამოსახულების გამოსათვლელად      (კუბურების გამოყენება მოდელი  ბუკში) .მასწავლებელი აჩვენებს ფლიპჩარტზე შეკრების მაგალითებს და შემთხვევითი შერჩევის წესით  მოსწავლეები ასრულებენ ზეპირად სათანადო განმარტებებით:

1.       17+12+3=        25+8+15=,    21+8+9= 
2.       (95+3)+7= ,     52+ 4 + 8=    (18+25)+2=,
3.        (66+5)+ 4=,   (52+9) +8=,        (86+7)+4=,     
                 

 ჯგუფებში  გადნაცვლება  მოხდება მოსწავლეთა მზაობის მიხედვით:
 მასწავლებელი დადის ჯგუფებს შორის , აკვირდება  მოსწავლეთა მსჯელობას და დავალების შესრულების მსვლელობას, ეხმარება არასაკმარისი მზაობის მოსწავლეებს,
 მოსწავლეებს აფასებს შეფასების სქემის მიხედვით. ( დანართი 1)
მოსწავლეები დავალებებს ასრულებენ კომპიუტერში-„ ბუკებში“, შემდეგი თანმიმდევრობით :
მაგ. : 1)87= 8 ათეული 7 ერთეული
                2) 87= 4 ოცეული 7 ერთეული
       II.     რიცხვთა შეკრება ( რიცხვითი სხივის წარმოდგენა).
1)      15+17=
2)       24+ 19=

III. თვალსაჩინოება შეკრებაზე:  მოცემულ სავარჯიშოებში საჭიროა ერთ ერთი შესაკრების  დაშლა, მაგ.:
17 + 6  = 17 +3+3=20+3=23
სავარჯიშოებს იძლევა პროგრამა და შეფასებაც ხდება კომპიუტერის საშუალებით. მასწავლებელი ინიშნავს მოსწავლეების შედეგებს.

      IV. არითმეტიკული მოქმედებები .
 მაგალითები შეკრება -გამოკლება 100-ის ფარგალში. უცნობი კომპონენტის პოვნა.
შეფასება ხდება კომპიუტერით , თითო სწორი პასუხი 1 ქულა , დრო 5 წთ.
      V. ამოცანები. მოსწავლეები თვითონ შეადგენენ ამოცანებს , ახდენენ ამოცანის პირობის  მოკლე ჩანაწერებს და  ამოხსნის თანმიმდევრობას, ახდენენ პასუხის ჩაწერას, შესაბამის ველში , ფასდება სწორი პასუხი.
ის მოსწავლეები, რომლებიც სავარჯიშოებს შეასრულებენ სწრაფად მიეცემათ დავალება „ მაღაზია“ შესაბამისი დავალებებით: სუპერ მარკეტში, შევიძენთ სხვადასხვა სახეობის პროდუქტს, რაოდენობას და შესაბამისი ფასებით. მოსწავლე გამოთვლის ჯამს.









 3    ფაზა     შემდგომ
   აქტივობა #4

აქტივობის მიზანი: ცოდნის განმტკიცება
აქტივობის აღწერა:
 ამოცანები შეკრების თვისებების გამოყენებით,( ინდივიდუალურად)
 ერთ ეზოში 9 (12; 18) ძაღლი და 3 (4; 7) კატაა, ხოლო მეორე ეზოში 7 (8; 13) ძაღლია, კატები არ არიან.
რამდენი ძაღლი და რამდენი კატაა ორივე ეზოში ერთად? შეარჩიეთ სასურველი რიცხვები და შეადგინეთ გამოსახულება.
მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა მუშაობას, ეხმარება მათ საჭიროებისამებრ

საშინაო დავალება:
 სახელმძღვანელოდან  ( თ. ვეფხვაძე  გვ. 206 #5 და #6)





 შეავსეთ ცხრილები: #5

შესაკრები
6
4
12
20

23
შესაკრები
8



5
25
ჯამი

10
20
22
55



#6
საკლები
15


35
48
45
მაკლები
6
7
8
32
20

სხვაობა

10
10


40

გვ. 211 #31 # 32
  #31.  ნინომ ორი წიგნი იყიდა, ერთი ღირდა 20 ლარი, მეორე -6 ლარით მეტი. რა თანხა გადაიხადა ნინომ ორივე წიგნში?
# 32. ერთ თაროზე 25 წიგნია, მეორეზე -12. , რამდენი წიგნია ორივე თაროზე?
 შეცვალეთ კითხვა ისე, რომ ამოცანა გამოკლებით ამოიხსნას.

შეფასება:        განმავითარებელი
 მასწავლებელი მოძრაობს  ჯგუფებს შორის და ინიშნავს ჯგუფის წევრების  აქტიურობას და წვლილს შესრულებულ მუშაობაში, უსვამს დამატებით კითხვებს მოსწავლეებს და უსმენს მათ პასუხებს, ადარებს მოსწავლეთა  მოსაზრებებს და შესრულებულ  მოქმედებებს  შეფასების სქემის კრიტერიუმებს.



შეფასების კრიტერიუმები 


შეფასების კრიტერიუმები
ადგენს
რიცხვით
გამოსახულებას
ახდენს
წერილობით
გამოთვლებს
შეკრების
თვისებების
გამოყენებით
ახდენს ზეპირ
გამოთვლებს
შეკრების
თვისებების
გამოყენებით
იყენებს
შეკრების
თვისებებს
ტექსტური
ამოცანების
ამოხსნისთვის


  








დანართი 1

შეფასების ზოგადი სქემა

კომპეტენციის დონის აღწერა

შეფასება
      სხარტად და ზუსტად ასრულებს  დავალებას, უშეცდომოდ და ადვილი გზიტ ხსნის ამოცანებს. გამოთქვამს მოსაზრებებს და განმარტავს მოქმედებებსა და მათ შედეგებს.

სასწავლო მასალას წარმატებით გაართვა თავი.
     დუნედ და ხარვეზებით ასრულებს გამოთვლებს, სრულად, მაგრამ უხერხული გზით ხსნის ამოცანებს, თვალსაჩინოების საშუალებტ წარმოადგენს იდეებს და ამოხსნის გზებს.

სასჭიროებს დამოუკიდებელ მუშაობას უნარ- ჩვევების გაწაფვისათვის
       შეფერხებებით და შეცდომებით ასრულებს , უხერხული გზით და ნაწილობრივ ხსნის ამოცანებს, უჭირს იდეებისა და ამოხსნის გზების  მკაფიოდ წარმოდ წარმოჩენა თვალსაჩინოების  გამოყენებითაც კი.

საჭიროებს შემდგომ მეცადინოებას იმავე საკითხზე მასწავლებლის ხელმძღვანელობით.




















მოსწავლის სახელი /გვარი





















































































































































window.setTimeout(function() { document.body.className = document.body.className.replace('loading', ''); }, 10);