გაკვეთილის გეგმა

">


გარე დაკვირვების გეგმა მე-7 კლასი



2018-2019 სასწავლო წელი

1. სამოდლო გაკვეთილი






2017-2018 სასწავლო წელი

1.   სამოდელო გაკვეთილის გეგმა   - მე- 2 კლასი



2.   სამოდელო გაკვეთილის გეგმა  - მე-6 კლასი




 3.  სტანდარტული გაკვეთილის გეგმა -მე-6 კლასი




 გაკვეთილი მე–5 კლასში
თემა: "გეომეტრიული ფიგურები არქიტექტურისა და ხუროთმოძღვრების ძეგლებში"


















გაკვეთილი მე–6 კლასში
თემა: "მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა"



ინტეგრირებული გაკვეთილი 

 მათემატიკა    მე–6 კლასი

მათემატიკა/ისტ

პედაგოგი ციური ინასარიძე


თემა:   "მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა"


გაკვეთილის სასწავლო მიზნები :


                      მოსწავლეს გამოუმუშავდეს  რაიმე მოვლენის,პროცესის შესწავლისათვის საჭირო მონაცემების მოპოვებისთვის შესაფერისი საშუალებების შერჩევის უნარი.
მოსწავლეს შეეძლოს მოპოვებული მონაცემების მოწესრიგება. მონაცემების კლასიფიკაცია რაიმე თვისების ან რაოდენობის მიხედვით.
მონაცემების წარმოდგენა სიხშირეთა ცხრილის ან პიქტოგრამის სახით.
მოსწავლე გაიწაფოს კლასიფიცირებული მონაცემების სვეტოვანი და წრიული დიაგრამით წარმოდგენაში.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი:

          მათ.VI.11. მოსწავლე მოიპოვებს საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ირჩევს მონაცემთა შეგროვების საშუალებას (მონაცემთა ამოკრება მოცემული ერთობლიობიდან) და იყენებს მას.
         მათ. VI. 12. აწესრიგებს და წარმოადგენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით:
  ქმნის მონაცემთა ცხრილებს.
აგებს წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს

გაკვეთილის თანმიმდევრობა:


აქტივობა 1.

სამოტივაციო საუბარი

აქტივობა 2.

კლასს ვყოფ ჯგუფებად (5–6 მოსწავლე), რომელთაც ვთავაზობ ამოცანებს:

1.ქვეყნის მოსახლეობის სიმჭიდროვის დადგენა, რისთვისაც საჭიროა:
ცნობარებში და ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვება.
მოსახლეობის რაოდენობის გაყოფა ქვეყნის ტერიტორიის ფართობზე.
მონაცემთა მოხერხებული წარმოდგენა სიხშირეთა ცხრილის და პიქტოგრამის სახით
კლასიფიცირებული მონაცემების წარმოდგენა სვეტოვანი და წრიული დიაგრამით.

აქტივობა 3. პრეზენტაცია

ჯგუფები კლასის წინაშე წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.

აქტივობა 4. შეფასება

შეფასდება თითოეული ჯგუფის მიერ წარმოგენილი ნამუშევრები.

საკლასო მენეჯმენტი:


დაფა,ცარცი, თაბახის ფურცლები, ფორმატის ფურცლები, ფანქრები, სახაზავი, კომპიუტერი, ინტერნეტი. (სახელმძღვანელომათემატიკა 6 კლ. ავტორი .გოგიშვილი,.ვეფხვაძე,.მებონია,.ქუქჩიშვილი).










2013 წელი                მე–3 კლასი

                 გაკვეთილის გეგმა

საგანი              მათემატიკა

პედაგოგი          ციური  ინასარიძე
             
თემა:    „ ვკითხულობთ
                     და გამოვსახავთ                                                       რიცხვებს“




2013 წელი


.    გაკვეთილის თემა
ვკითხულობთ და გამოვსახავთ რიცხვებს
2.სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი, მე–3 კლასი
3.საგანი
მასწავლებლის სახელი, გავარი
მათემატიკა, ისტ–ი
ციური ინასარიძე
4.მოსწავლეთა რაოდენობა
28
5.განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
1
ფსიქო–მოტორული განვითარების ჩამორჩენა
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
  v  მოსწავლეები შეძლებენ  ასეულებისა და ათასეულების შედგენას, ჩაწერას, დასახელებას;
  v  რიცხვის ჩაწერას ათობით პოზიციურ სისტემაში;
  v  ციფრის მნიშვნელობის დადგენას;
  v  რიცხვიდან ასეულების გამოყოფა, დანარჩენი ერთეულების  დასახელება,.
  v  რიცხვიდან ათეულების გამოყოფა, დანარჩენი ერთეულების მითითება;
  v  რიცხვების დალაგება ზრდის,ან კლების მიხედვით,რამდენიმე რიცხვს შორის უდიდესის,ან უმცირსის შერჩევის უნარის განვითრება.
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი  
მათ. III.I. მოსწავლეს შეუძლია ნატურალური რიცხვების გამოსახვა,შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  v  კითხულობს და გამოსახაავს რიცხვებს, განამრტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში; ახდენს ათობითი პოზიციური სისტემის დემონსტრირებას სხვადასხვა მოდულის გამოყენებით.
  v  ასახელებს რიცხვის  ჩანაწერში სხვადასხვა თანრიგებში მდგომი ციფრების შესაბამისობის მნიშვნელობებს, წარმოადგენს რიცხვს სატანრიგო შესაკრებების ან სხვა სახით.
  v  იყენებს პოზიციურ სისტემას რიცხვების შედარებისას, ალაგებს რიცხვებს ზრდადობით ან კლებადობით
  v  ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს; ასახელებს მოცემული რიცხვის უახლოეს ,ათეულს, ასეულს, ათასეულს.
  v  თანრიგების შესაბამისი ბიჯით ითვლის წინ/უკან მოცემული რიცხვიდან
   

8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
აქტივობა 1.

გაკვეთილს ვიწყებ სამოტივაციო საუბრით ( 3 წუთი).


აქტივობა 2.

 კითხვა–პასუხი მთელ კლასთან   (5 წუთი)
აუცილებელი წინა ცოდნის განმტკიცებით ვიწყებ, მოსწავლეები კოთხულობენ, ჩაწერენ დასახელებულ  რიცხვებს; ყოველ რიცხვში დაადგენენ ასეულების, ათეულების, ერთეულების რაოდენობას;


აქტივობა 3.

 გაკვეთილის გამოკითხვა     (20 წუთი)
ჯგიფური მეცადინეობა–პრეზენტაცია
        კლასი დაიყოფა 6 ჯგუფად ,ჯგუფში 5–6 მოსწავლე.
ჯგუფებს დაურიგდებათ  დავალებები:

აქტივობა 4.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეს ჩავრთავ ერტერთ ჯგყფში, მას დავავალებ შეასრულოს  მისთვის ადვილად დასაძლევი სამუშაო მაგ.: მას შეუძლია ფურცელზე წინასწარ დასმულ წერტილებზე შემოხაზოს ციფრები და გეომეტრიული ფიგურები, გააფერადოს გეომეტრიული ფიგურები.

                          N 1 ჯგუფი
დავალება:
დაწერეთ ციფრებით და სიტყვებით–
რამდენი ათეული და რამდენი ერთეულია:   
100;  400;  500;  700;  900.

პასუხი: 
10 ათეული= 1 ათეული=100 ერთეული =ანუ100 (ასი);
         40 ათეული=4 ასეული=400 ერთეული=ანუ 400(ოთხასი)
         50 ათეული=5 ასეული=500 ერთეული=ანუ 500(ხუთასი)
         70 ათეული=7 ასეული=700 ერთეული=ანუ 700 (შვიდასი)
        90 ათეული=9 ასეული=900 ერთეული=ანუ 900(ცხრაასი).
          

               N 2 ჯგუფი
დავალება:
  შეადგინეთ ცხრილი და ჩაწერეთ ცხრილში 
   მოცემული ციფრები:  
     215;863; 357; 734; 976.
                       –რამდენი ასეულისგან შედგება ეს                                    რიცხვი?
                       რამდენი ათეული გამოიყოფა?
                       რამდენი ერთეული დარჩება
პასუხი:

ასეული
ათეული
ერთეული
2
1
5
8
6
3
3
5
7
7
3
4
9
7
6

                                                      

      
                      # 3 ჯგუფი
დავალება: 
ჩაწერეთ მოცემული რიცხვები გაშლილი ფორმით

                     253;  765;  984;  642; 768

პასუხი:     1. 253=200+50+3
                    2. 765=700+60+5
                    3. 984=900+80+4
                    4. 642=600+40+2
                    5. 768=700+60+8




                    #4  ჯგუფი

დავალება:
                         შეარჩიე ხაზგასმული ციფრის                                                     მნიშვნელობა
                         (რას გვიჩვენებს ეს რიცხვი?)

                   519;  765;  973;  348; 659.

პასუხი:  1. 591       (500)
                2. 765        (60)
                3. 973         (3)
                4. 348         ( 40)
                5. 659        (600)




                   #  5  ჯგუფი

დავალება:
 ჩაწერეთ ცხრილში გამოტოვბული რიცხვები და მიუთითეთ თვლის ბიჯი
                                            
რიცხვები 
                                                
910
920
930
940
950
435
535
635
735
835
775
776
777
778
779
142
143
144
145
146
400
410
420
430
440
399
499

699
799

ასეული
ათეული
ერთეული
ასეული
ათეული
ერთეული
ასეული
ათეული
ერთეული
ასეული
ათეული
ერთეული
ასეული
ათეული
ერთეული
ასეული
ათეული
ერთეული










 ვითვლით










# 6 ჯგუფი 

დავალება:    შეადარეთ რიცხვები
 (გამოიყენეთ ნიშანი > და < )
495  O 476
573  O 578
645  O 647
702  O 698
286  O 276

მოსწავლეები  კომპიურის  და პროექტორის საშუალებით მოახდენენ შესრულებული დავალებების პრეზენტაციას.


# 7  ჯგუფი

შეადარეთ დადაალაგეთ ზრდის მიხედვით:

1.    692,525, 630 319, 581, 347.
2.    865, 862, 418,  803, 548, 817.
3.    523, 357, 525, 341, 719, 730, 747
4.    719, 730, 747, 705, 735, 704
5.    422. 465, 473, 420, 411, 429

თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს.


აქტივობა 5 .  ცოდნის განმტკიცება  ( 10 წთ)
      
     მათემატიკური თამაში:“ დავშიფროთ რიცხვები“

კლასი იყოფა ჯგუფებად.

ამ თამაშისას 1 ერთეულს აღვნიშნავთ–V
                         1 ათეულს –I
                          

ჯგუფებს ევალებათ რიცხვების წარმოდგენა  აღნიშვნების  საშუალებით. მაგ.  32–IIIVV.

ჯგუფები შეარჩევენ რიცხვებს, დაშიფრავენ ამ რიცხვებს თავად და ამავე ამოცანას შესთავაზებენ

 მოწინააღმდეგე ჯგუფებსაც.
                                       
 ფასდება ამოხსნის სისწრე და სისწრაფე.

მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.




9. შეფასება
მასწავლებელი ჩაინიშნავს, თუ რამდენად სრულყოფილად  გაართვა თავი დავალებას თითოეულმა ჯგუფმა.
აქტივობის დასასრულს შეჯამდება დასახელებული აქტივობები, გამოვყოფ წარმატებულ მოსწავლეებს, წავახალისებ ყველა მოსწავლეს.
  
10.საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები



დაფა, ფერადი ცარცი, თაბახის ფურცლები, საწერი საშუალებები, ფანქარი, სახაზავი, საშლელი. კომპიუტერი 1 ცალი. პროექტორი .
   ინფორმაციის წყაროები ( სახელმძღვანელო– 3 კლასი, ავტორი.გოგიშვილი, .ვეფხვაძე, .მებონია, . ქუქჩიშვილი)



Комментариев нет:

Отправить комментарий

window.setTimeout(function() { document.body.className = document.body.className.replace('loading', ''); }, 10);