среда, 23 января 2019 г.

მათემატიკის წრე ჩვენ და გეომეტრია

https://learningapps.org/join/45fqtwg2

2019-2020 სასწავლო წელი

მათემატიკის წრე მე-3 კლასი

30 სექტემბერი  წრის პირველი მეცადინეობა





















                  მათემატიკის   წრის

             სამუშაო პროგრამა /განრიგი            

მათემატიკის წრის გეგმა   

წრის რეფლექსია
                                          ხაშურის მე-7 საჯარო სკოლის
                                           მე-7 კლასი
                             წრის ხელმძღვანელი:
                        მათემატიკის მასწავლებელი  ციური ინასარიძე
                             2018-2019      სასწავლო წელი.       მე-2 სემესტრი
                           (მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ პარასკევს )




 წრის სახელწოდება:    ჩვენ  და  გეომეტრია
მასწავლებლი:  ციური ინასარიძე
სკოლა: ხაშურის მე-7  საჯარო
კლასი:      მე-7
 წრის მოკლე დახასიათება:                                                     
  თემა  :გეომეტრის შესწავლა  ისტ ტექნოლოგიების    გამოყენებით
  მიზანი:  მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება , გაკვეთილზე შესასწავლი მასალის საფუძვლიანი  ათვისება ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით.
   მოსწავლეებს შევასწავლით    გეომეტრიული ამოცანების ამოხსნას ,რომლის გადაწყვეტა  საჭიროებს ლოგიკურ აზროვნებას.  ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას. წრის მეცადინეობაზე მოსწავლეები იმუშავებენ „ GeoGebra „-ის საშუალებით გეომეტრიული ამოცანების აგებაზე.  გაეცნობიან  ხანის აკადემიის | უფასო ონლაინ კურსებს, გაკვეთილები  ჩატარდება ექსპერტების მიერ მომზადებული მასალით -
ედმოდო EDMODO.COM სოციალური ქსელის,  საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.

შედეგი: მოხდება  მოსწავლეთა  ცოდნის გაღრმავება და კვლევითი მუშაობის განვითარება.                        
























                    თემა:   ამოცანების ამოხსნა:

მიზანი: ამოცანის ამოხსნისასოპტიმალური ხერხის შერჩევის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
აღწერა: ამოცანების მიხედვით ამოხსნათა გზების ძიების ხერხების შერჩევის უნარების განვითარება, პრაქტიკული სახის ამოცანების მათემატიკური მოდელირების ჩვევების დახეწვა.


        
 თემა:  ,,კუთხე მართკუთხედი". მოსწავლეებს გავაცანი კუთხე, მართ კუთხედი,  კვადრატი, კვადრატის პერიმეტრი. მოსწავლეებმა ხალისით დახაზეს მართკუთხედი და კვადრატი და გამოთვალეს პერიმეტრი.





მათემატიკის წრის მეცადინეობა მე-7 კლასში


 წრის მეცადინეობის მეთოთხმეტე შეხვედრის თემა იყო ,,კუთხე მართკუთხედი". მოსწავლეებს გავაცანი კუთხე, მართ კუთხედი,  კვადრატი, კვადრატის პერიმეტრი. მოსწავლეებმა ხალისით დახაზეს მართკუთხედი და კვადრატი და გამოთვალეს პერიმეტრი.







თემა: პარალელური გადატანა

მიზანი: პარალელური სიმეტრიის განსაზღვრა და მისი ძირითადი თვისებების შესწავლა,ამ თვისებების გამოყენებით ამოცანების ამოხსნაში გაწაფვა.

აღწერა:  რაიმე ფიგურის პარალელური გადატანის დროს ფიგურის ყოველი წერტილი გადაადგილდება პარალელური წრფეების გასწვრივ ერთი და იმავე მანძილით და ერთი და იმავე მიმართულებით.











თემა:  ღერძული სიმეტრია

მიზანი:  ღერძული სიმეტრიის განსაზღვრა და მისი ძირითადი თვისებების შესწავლა. სიმეტრიის გამოყენებით ამოცანების ამოხსნის უნარის გამომუშავება.

აღწერა:  განსაზღვრულია წრფის მიმართ სიმეტრიული ფიგურის ცნებები. ფიგურის სიმეტრიის ღერძის ცნება, განხილულია რაიმე ღერძის მიმართ მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგების ამოცანა.
















თემა :  ბრტყელი გეომეტრიული მრავალკუთხედები

მიზანი:  მრავალკუთხედისა და მისი ელემენტების განსაზღვრა.ამოზნექილობის მიხედვით მრავალკუთხედების კლასიფიცირებისუნარის გამომუშავება.

აღწერა:
შემოგვაქვს ახალი ცნება-მრავალკუთხედი-მარტივი შეკრული ტეხილი, რომლის ნებისმიერი ორი მეზობელი გვერდი ერთ წრფეზე არ ძევს და ამ ტეხილით შემოსაზღვრული (სიბრტყის ) შიგა ნაწილი.








 თემა: წერტილთა კოორდინატი წრფეზე


მიზანი:   საკოორდინატო წრფეზე წერტილის კოორდინატის დადგენისა დ ორ წერტილს შორის მანძილის გამოთვლის უნარის გამომუშავება.

აღწერა:ვიხილავთ რიცხვით წრფეს -წრფეს, რომელზეც არჩეულია მიმართულება,ათვლის სათავე და ერთეული მონაკვეთი, რიცხვებს რიცხვითი წრფის წერტილებით გამოვსახოთ-დადებითებს -დადებითი სხივის წერტილებით, უარყოფითს-უარყოფითი სხივის.

window.setTimeout(function() { document.body.className = document.body.className.replace('loading', ''); }, 10);