ინტეგრირებული გაკვეთილი
მათემატიკა მე–6 კლასი
მათემატიკა, ბუნება,ისტ–ი
პედაგოგი ციური ინასარიძე
თემა: "მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა"
გაკვეთილის სასწავლო მიზნები :
- მოსწავლეს გამოუმუშავდესრაიმე მოვლენის,პროცესის შესწავლისათვის საჭირო მონაცემების მოპოვებისთვის შესაფერისი საშუალებების შერჩევის უნარი.
- მოსწავლეს შეეძლოს მოპოვებული მონაცემების მოწესრიგება. მონაცემების კლასიფიკაცია რაიმე თვისების ან რაოდენობის მიხედვით.
- მონაცემების წარმოდგენა სიხშირეთა ცხრილის ან პიქტოგრამის სახით.
- მოსწავლე გაიწაფოს კლასიფიცირებული მონაცემების სვეტოვანი და წრიული დიაგრამით წარმოდგენაში.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი:
მათ.VI.11. მოსწავლე მოიპოვებს საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ირჩევს მონაცემთა შეგროვების საშუალებას (მონაცემთა ამოკრება მოცემული ერთობლიობიდან) და იყენებს მას.
მათ. VI. 12. აწესრიგებს და წარმოადგენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით:
- ქმნის მონაცემთა ცხრილებს.
- აგებს წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს
გაკვეთილის თანმიმდევრობა:
აქტივობა 1.
სამოტივაციო საუბარი
აქტივობა 2.
კლასს ვყოფ ჯგუფებად (5–6 მოსწავლე), რომელთაც ვთავაზობ ამოცანებს:
1.ქვეყნის მოსახლეობის სიმჭიდროვის დადგენა, რისთვისაც საჭიროა:
- ცნობარებში და ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვება.
- მოსახლეობის რაოდენობის გაყოფა ქვეყნის ტერიტორიის ფართობზე.
- მონაცემთა მოხერხებული წარმოდგენა სიხშირეთა ცხრილის და პიქტოგრამის სახით
- კლასიფიცირებული მონაცემების წარმოდგენა სვეტოვანი და წრიული დიაგრამით.
აქტივობა 3. პრეზენტაცია
ჯგუფები კლასის წინაშე წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
აქტივობა 4. შეფასება
შეფასდება თითოეული ჯგუფის მიერ წარმოგენილი ნამუშევრები.
საკლასო მენეჯმენტი:
დაფა,ცარცი, თაბახის ფურცლები, ფორმატის ფურცლები, ფანქრები, სახაზავი, კომპიუტერი, ინტერნეტი. (სახელმძღვანელო–მათემატიკა 6 კლ. ავტორი გ.გოგიშვილი,თ.ვეფხვაძე,ი.მებონია,ლ.ქუქჩიშვილი).
მოსწავლის საპრეზენტაციო ნამუშევარი: